მოსკოვში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 7 ტერორისტი დააკავეს

დაღესტანში “ისლამური სახელმწიფოს” 7 მებრძოლი დააკავეს, რომლებიც მოსკოვში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იუწყება.

უწყების ცნობით, ტერორისტები მითითებებს სირიაში მყოფი “ისლამური სახელმწიფოს” ემისრისგან იღებდნენ.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარები და საბრძოლო მასალები ამოიღეს. ასევე თვითნაკეთი ასამფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები აღმოაჩინეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტერორისტები თავდასხმებს საახალწლო პერიოდში გეგმავდნენ.

დეკემბრის შუა რიცხვებში უშიშროების ფედერალური სამსახურის წარომადგენლებმა 4 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოსკოვში აფეთქებას გეგმავდნენ.

 

Comments
Loading...