მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავები ესროლეს

მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან შეკრებილმა ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავები დაუშინეს.

აქციის შედეგად, საელჩოს შენობა დაზიანდა. ჩამსხვრეულია შენობის მინები.

როგორც bbcrussian.com იუწყება, პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლია.

როგორც საელჩოს პრეს-ატაშე ორჰან ჰაზიგილი აცხადებს, ფანჯრებში ბოთლები ცვიოდა და თანამშრომლებს გადაადგილების ეშინოდათ.

დიპლომატიური უწყების ცნობით, მომხდარის გამო, საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანებაც მიიღო.

რუსეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული ავიამოიერიშე სუ-24, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.a

Leave A Reply

Your email address will not be published.