„მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც ვიღაც ისე შემომხედავს, როგორც ბარაკ ობამა უყურებს მიშელს” – ობამების ფლირტი გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის მიშელის ურთიერთობის შესახებ ბევრი დაწერილა, თუმცა ამ წყვილის ურთიერთდამოკიდებულება მედიაში აქტუალობას არც მას შემდეგ კარგავს, რაც ობამა მოქმედი პრეზიდენტი აღარაა.

7 მაისს ბოსტონში ბარაკ ობამას ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის პრემია გადასცეს. ის პრიზის მისაღებად სცენაზე მიშელთან ერთად ავიდა, რომელიც გრძელ ლურჯ კაბაში იყო გამოწყობილი. ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ ობამას სახე, რომელიც მიშელს სიამაყით შესცქეროდა და მისით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი კი ერთი გამოხმაურება იყო:

„მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც ვიღაც ისე შემომხედავს, როგორც ბარაკ ობამა უყურებს მიშელს“

წყარო: newposts.ge

 

Comments
Loading...