მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება

დიასპორის საკითხებში სახწლმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე:

“ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა იდევნებოდნენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ყოფილ პრემიერს ჰქონდა ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.

ჩვენ ვითხოვთ, მოქმედი მთავრობის წევრებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე და ასევე გაჩნდეს ჩანაწერი, რათა სამომავლო პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ.”

,,მე, როგორც მთავრობის წევრი, პირველ რიგში, მთავრობისგან ვითხოვ პოზიციის დაფიქსირებას. მაინტერესებს კოალიციაში შემავალი სუბიექტების პოზიცია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ღიად, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. თავისუფალი ინსტიტუტის ფრთა – გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ხელმძღვანელობით”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.