„მოვუწოდებთ “მაესტროს” ჟურნალისტებს…“ – გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ

“ბოლო რამდენიმე დღეა “მაესტროს” ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, “მაესტროს” სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის “მაესტროს” დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყენაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა. მოვუწოდებთ “მაესტროს” ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ ამ სპეკულაციებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს “მაესტროს” გაკოტრება და “მაესტრო” დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები “მაესტროს” რეიტინგის ასაწევად”, _ ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...