მრავალათასიანი დემონსტრაციები ანკარასა და სტამბოლში – თურქეთში ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ

ჟურნალისტების დაკავების გამო თურქეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მრავალათასიანი დემონსტრაციები ანკარასა და სტამბოლში გაიმართა.

მომიტინგეები ჯაშუშობისა და ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით ორი ცნობილი თურქი ჟურნალისტის დაკავებას აპროტესტებდნენ. მათი დაპატიმრების მიზეზი სტატია გახდა, რომელშიც მედიის წარმომადგენლები ქვეყნის სპეცსამსახურს სირიაში იარაღის გადატანის ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ.

აქციას ანკარაში სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

Comments
Loading...