მრგვალ ბაღთან საახალწლოდ დადგმული ველოსიპედი დააზიანეს
დაზიანებული ინვენტარის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ძალიან გვიხარია, რომ თქვენ მიერ გამომუშავებული ენერგიით მრგვალი ბაღის საახალწლოდ განათების ინიციატივას ასეთი დადებითი , მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დააყენა. ერთი დღის განმავლობაში მოიპარეს, დააზიანეს ველოსიპედები, საახალწლო განათებები და ეგრედწოდებული “დინამოები”, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდით ინსტალაციის დარჩენილი ნაწილი ჩვენ თვითონვე მოგვეხსნა. აქვე გვინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი ვერ შეუშლის ხელს ჩვენს სამომავლო გეგმებს და წლის განმავლობაში არაერთ მსგავს პროექტს შემოგთავზებთ”,- წერენ სოციალურ ქსელში.