მსგავსი არასოდეს მომხდარა, ტრამპსა და პუტინს შორის ალიანსი მსოფლიოს დასასრულია – ვალსი

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დააძალებდნენ დევნილების მიღებას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავიდოდა.

”ეს უკანასკნელი წვეთი იყო. ხალხს სურს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნება და თუ მკითხავთ გეტყვით, რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ბრიტანეთს“, – განაცხადა ტამპმა.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„ალიანსი ტრამპსა და პუტინს შორის მსოფლიოს დასასრულია. მსგავსი არასოდეს მომხდარა აშშ-სა და ევროპას შორის. ამერიკა ევროპის მოკავშირეა და საჭიროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აჩვენოს ეს. ის, რაც მან განაცხადა პროვოკაციაა, ეს ევროპისთვის ომის გამოცხადებაა. ის სთავაზობს ევროპის გახლეჩვას. ასევე არ დავივიწყოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავდაცვა. ეს განსაკუთრებით სერიოზულია“, – განაცხადა ვალსმა BFMTV მიცემულ ინტერვიუში.

 

marshalpress.ge

Comments
Loading...