მსჯავრდებულის მკვლელობაში ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ.

მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო სამი პიროვნება. სასამართლო განხილვა დღეს დასრულდა. ორ მათგანს 11 წლით, მესამე ბრალდებულს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ფარტენაძე 2014 წლის მარტში ე.წ. გეგუთის კოლონიაში ცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე სამივე გასამართლებული ამავე ციხის პატიმარია. ფარტენაძის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.