მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა წამყვან ოთხეულშია

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული “ბიზნესის წარმოების” ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მე-4 ადგილზეა.
ბიზნესის წარმოების სიმარტივის ყოველწლიური შეფასების თანახმად, გასული წლის განმავლობაში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებელი რეფორმები ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაახლოებით 90-მა პროცენტმა განახორციელა.
“საქართველომ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ. გლობალურად, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველომ მაჩვენებლები ყველაზე მეტად გააუმჯობესა “ბიზნესის წარმოების ანგარიშის” მიერ შეფასებულ სფეროებში. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მოცულობა საქართველოში 66%-ით, ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა კი სამჯერ და მეტად გაიზარდა. ეკონომიკური შედეგების ზრდას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოების გამარტივებაა. “ბიზნესის წარმოების ანგარიშის” შეფასებაში საქართველო წამყვან პოზიციას ინარჩუნებს,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ივან ო”ჰალორანმა.

Comments
Loading...