მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და 2008 წლის ნიშნულს გაუტოლდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 38 დოლარს ჩამოსცდა, ნედლი ნავთობი კი უკვე 35 დოლარი ღირს.

ნავთობის გაიაფებასთან ერთად მკვეთრად დაეცა რუსული ეროვნული ვალუტის კურსიც.

მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულება 70 რუბლს შეადგენს, ერთი ევრო კი 77 რუბლი ღირს.

Leave A Reply

Your email address will not be published.