მსოფლიო ლეგენდა ლიონელ მესი მურთაზას შეხვდება

5 წლის ავღანელი მურთაზა აჰმადი ლიონელ მესის ყველაზე პოპულარული ფანია. ბიჭუნა ცნობილი მისი სურათი გამოქვეყნების შემდეგ გახდა, რომელზეც მურთაზას პოლიეთლილენის პარკი “ეცვა”, ზედ კი ფლომასტერით “მესი” ეწერა.

მსოფლიო რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა პატარა ბიჭუნას, რათა მისთვის ნამდვილი და დამსახურებული მესის მაისური ეჩუქებინა. თუმცა მოვლენები იმაზე უკეთ წარიმართა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის თქმით, მათ უკვე მიიღეს წერილი ლიონელ მესისგან, რომელიც ბიჭუნასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. შეხვედრის დროსა და აგილზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მურთაზას პოპულარობის შესახებ მისმა ოჯახმა მას შემდეგ შეიტყო, რაც ინტერნეტში გავრცელებულ ბიჭუნას სურათზე მისმა ბიძამ აზიმ აჰმადმა თავის ძმის შვილი ამოიცნო. მურთაზას მამის თქმით, მას არ ჰქონდა საშუალება ბიჭუნასთვის მესის მაისური ეყიდა, ამის გამო მურთაზასთვის უფროსმა ძმამ პოლიეთილენის პარკისგან ფეხბურთელის მაისური შექმნა.

messi4_3563368b

Comments
Loading...