მსოფლიო ლიდერები საფრანგეთს თანაგრძნობას უცხადებენ

სოფლიო ლიდერები საფრანგეთს თანაგრძნობას უცხადებენ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფრანგ ხალხს მწუხარება გამოუცხადა და განაცხადა , რომ ბერლინი მზად არის, საფრანგეთთან ერთად ტერაქტების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ იბრძოლოს. მერკელის თქმით, “თავდასხმა თავისუფლებაზე” განხორციელდა, რომელიც არამხოლოდ პარიზის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
ვატიკანში პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს “წარმოუდგენილი ტერორისტული ძალადობა” უწოდეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს ადმინისტრაციაში კი, ტერაქტები “ჰუმანურობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად” შეაფასეს.
“თურქეთი საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებს, ტერორიზმთან ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანსუა ოლანდს წერილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, მჭიდროდ იმუშავოს საფრანგეთთან ერთად ტერაქტების გამოსაძიებლად.

Leave A Reply

Your email address will not be published.