მსოფლიო ომის ზღვარზე. ვინაა რეალური დამნაშავე?

საუდის არაბეთში შიიტი შეიხის ალ–ნიმრასა და მასთან ერთად ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული 47 პირის საჯაროდ სიკვდილით დასჯამ, ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე დააყენა, და არა მარტო ახლო აღმოსავლეთი.
თუ გადავხედავთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩაბმულ სახელმწიფოთა გეოგრაფიას, მათ მიზნებს, მაშინ დიდი ალბათობა ჩნდება იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით რეგიონალური კონფლიქტის, რიგით მესამე, მსოფლიო ომში გადაზრდისა.
დავიწყოთ ცოტა შორიდან. გასული წელი, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, ნავთობზე, როგორც N1 ენერგომატარებელზე, ფასების კატასტროფული ვარდნისა. ყველამ კარგად ვიცით რომ ეს გამოწვეული იყო რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკით უკრაინის მიმართ, ასევე ევროპის ქვეყნების სურვილით რუსული ენერგოდამოკიდებულებიდან თავის დაღწევისა. ამან მისცა საშუალება ნავთობმომპოვებლებს არაბული ქვეყნებიდან, გაეზარდათ ნედლეულის მოპოვება. ევროპა და აშშ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ირანს გარკვეულწილად შეურბილეს სანქციები, რამაც 2015 წლის ბოლოსათვის ნედლი ნავთობის ფასი კიდევ უფრო დააგდო. უფრო მეტიც ევროპამ ირანს უკვე გააუხადა შესყიდული ნავთობის ფასი. კითხვა: ვინ დარჩა წაგებული ამ ოპერაციიდან? პასუხი ერთი სეხედვით მარტივია – რუსეთი. მაგრამ რეალობა არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით გვეჩვენება. არაბული სამყაროს ლიდერი – საუდის არაბეთიც განიცდის გარკვეულ დისკომფორტს ნავთობის ფასების ვარდნიდან, თუმცა არა ის მტკივნეულს, როგორც რუსეთი.
ამ თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ, მოცემულ ეტაპზე ის არის გასარკვვი, თუ ვინ გამოაძრო ახლოაღმოსავლურ ასაფეთქებელს საბედისწერო რგოლი?
საუდის არაბეთმა იტყვის უმეტესობა, მაგრამ საუდის არაბეთი მხოლოდ შემსრულებელია ამ აქტისა. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები? შესაძლოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ წინასაარჩევნოდ ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან და ჰილარი ქლინტონი დემოკრატებიდან გამოვიდნენ ურთიერთბრალდებებით: ტრამპი ადანაშაულებს ობამას კაბინეტს ისისის შექნა, დაფინანსებაში და მოითხოვს აშშ–ს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთათვის! ჰილარი ქლინტონი იძულებულია თავდაცვის მიზნით იქით შეუტრიალოს ბრალდებები ტრამპს. აშშ–ს ორი საპრეზიდენტო კანდიდატის ასეთი დამოკიდებულება მოცემული საკითხისადმი ორი რამის მიმანიშნებელია: 1) ის, რომ აშშ ამ ერთგვარი დაპირისპირებით თავიდან იცილებს ახლოაღმოსავლურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას (და ეს იმ შემთხვევაში თუ აშშ ნამდვილად არის მუსიკის დამკვეთი). 2) აშშ–ი არ იციან თუ ვინ დგას რეალურად ამ მოვლენების უკან!!!
არის კიდევ ერთი შედარებით პასიური მოთამაშე ბებერი ევროპის სახით, მაგრამ მოცემული შემთხვევა არ ჯდება ევროპის ქმედებების ჩარჩოში. ჯერ ერთი იმიტომ რომ მას არ სურს ახლადდალაგებული ურთიერთობის გამწვავება ირანთან. მითუმეტეს, რომ ამ ქვეყნიდან იქ იაფი ნავთობის ნაკადმა დაიწყო უკვე დენა! მერე მეორეც იგი ფაქტიურად არაბული ქვეყნების მძევალი გახდა სირიიდან მილიონზე მეტი ლტოვილის მიღებით, რისთვისაც იგი მზად არ იყო. სწორედ ამიტომ არ შეეძლო მას საუდიტების წამქეზებელი გამხდარიყო.
შეიძლება თუ არა თავად საუდის არაბეთს დაეგეგმა და მოქმედებაში მოეყვანა ეს უკანასკნელი! ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგანაც როგორც ზევით ავღნიშნეთ ნავთობზე ფასების ვარდნამ საუდის არაბეთს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. და რადგან სხვა რესურსებით არც ისე მდიდარია ეს ქვეყანა, რამენაირად ხომ უნდა იქნას კომპენსირებული ნავთობის გაიაფებით მიყენებული ზარალი? ან ამ გაიაფებით უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების გადატანა რეალურ “აგრესორზე” – ირანზე. მიტუმეტეს, რომ შეიხ ალ–ნიმრას სიკვდილით დასჯის შემდეგ რამდენიმე საათიც არ იყო გასული რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საუდი არაბეთშიც შიიტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ხოლო ირანში, პროტესტანტებმა, საუდის არაბეთის საელჩოს ახლადგახსნილი შენობა გადაწვეს. ამის საპასუხოდ საუდიტებმა გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან.
ამას გარდა საუდიტებმა იემენში, სადაც დაზავებული იყვნენ ადგილობრივ შიიტ აჯანყებულებთან, დაარღვიეს ეს ზავი და გაანახლეს საბრძოლო მოქმედებები…
ახლო აღმოსავლეთი კოფლიქტი უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმოუდგენელია კიდევ ერთი მოთამაშის ისრაელის გარეშე. ერთი წუთით წარმოვიდგნოთ, რომ ისრაელმა შეძლო და გადაადგმევინა საუდიტებს ეს საბედიწერო ნაბიჯი, რას მოიგებენ ამით ებრაელები? ფაქტობრივად არაფერს! ჯერ ერთი იმიტომ რომ ამ ამბის შემდეგ ვერანაირი სანქციები ვერ შეაჩერებდა ირანს დაეწყო საბრძოლო მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა გაიმარჯვებდა ამ ომში იგი თუ არა. ამასთან სირიაში ისისის წინააღმდეგ მიმართულმა საბრძოლო ღონისძიებებმა და საუდის არაბეთ, თურქეთისა და ისრაელის ინტერესების გარკვეულმა თანხვედრამ გარკვეულწილად გამოიწვია ამ სამ მოთამაშეს შორის, განსაკუთრებით კი თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დათბობა! და ეს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოსათვის!
დაგვრჩა კიდევ ორი დიდი და თანაც უზომოდ ამბიციური მოთამაშე ამ რეგიონში თურქეთი და რუსეთი.
ფაქტიურად ორივეს შეეძლო მოცემული კონფლიქტის ესკალაცია. მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი რომელიც იმუშავებდა თურქეთის საწინაამდეგოდ. პირველი რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარების გამწვავება, რუსული მოიერიშე სუ–24 ჩამოგდების შედეგად. სხვათა შორის, შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი ფაქტიურად მხარს უჭერდა თურქეთს, მაგრამ როგორც ჩანს მთლათ ასე არ ყოფილა საქმე, თურქეთის შემდგომი მოქმედებები ამის დასტურია. და რუსეთთან დაპირისპირებაში თურქეთმა, ოპონენტისათვის, გაცილებით უფრო მტკივნეული ტაქტიკა აირჩია (ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ). ასევე გასათვალისწინებელია თურქეთ–ირანის ისტორიული მეტოქეობაც და ასევე ისიც, რომ ირანს მოკავშირედ რუსეთი ჰყავს. სწორედ ირან –რუსეთის მეკავშირეობა მთავარი წინააღმდეგობაა ასეთი გეგმისა, იგი, რომ თურქეში შექმნილიყო. ამას გარდა საკმაოს პრაგმატულად მოაზროვნე თურქეთის ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებს იმ მოგებას რასაც ირანის ნავთობის ევროპაში სავარაუდო ტრანზიტით მიაღწევს!!! ასევე არ დაგვავიწყდეს ის, რომ თურქეთის ქურთისტანი შიიტი ქურთებითაა დასახლებული.
დაგვრჩა მხოლოდ ყველაზე ამბიციური მოთამაშე – რუსეთი. დასავლეთის, ასევე თავად რუსულმა კონტრსანქციებმა ამ სახელმწიფოს ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნეს, ამას თუ დავუმატებთ დიდ წარუმატებლობას უკრაინის ფრონტზე, მივიღებთ იმას, რომ რუსეთი იძულებული გახდა თავისი ერთადერთი, ხმელთაშუაზღვის ბაზის დასაცავად, სირიაში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩართულიყო. ამას თუ კიდევ დავურთავთ იმას, რომ რუსეთი შეგნებულად წავიდა თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ამ სახელმწიფოს რეზიდენტურის მოქმედების წყალობით მოხდა შეიხ ალ–ნიმრას სიკვდილით დასჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალური პასუხი, თუ რატომ დასაჯეს სიკვდილით ალ–ნიმრა საუდიტებმა, საერთაშორისო საზოგადოებას ჯერ არ მიუღია.

ზაზა პატარავა

P.S. ეს ჩემი მოსაზრებაა. თუ ვინმეს გაუჩნდა საპირისპირო აზრი, გთხოვთ ჩამოაყალიბოთ კომენტარებში, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კომენტარები არ განიხილება!!!

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.