მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქების ტოპ ათეული

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ბევრისთვის შვებულების გატარების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ყველა ქალაქი როდია ისეთი მომხიბვლელი, როგორც ბროშურების ფურცლებიდან ჩანს. “მექსიკის დასაქმების ასოციაციის” წევრმა კერძო ორგანიზაციამ Citizen Council for Public Safety and Criminal Justice (სამოქალაქო საბჭო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კრიმინალური სამართლიანობისათვის) ჩაატარა გამოკვლევა და შეადგინა მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქების ტოპ ათეული. გამოკვლევა ეფუძნება ადგილობრივი მთავრობების მიერ მიწოდებულ ოფიციალურ კრიმინალურ სტატისტიკას. თუმცა New York Daily News-ის განცხადებით, შუა აზიის ქალაქები არ შევიდა რეპორტში.

1. სან პედრო სულა, ჰონდურასი


ზედიზედ მეორე წელია სან პედრო სულა ლიდერობს მკვლელობის უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებლით, 169 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე, საშუალოდ 3 მკვლელობა დღეში.

2. აკაპულკო, მექსიკა


ერთ დროს აკაპულკო პოპულარული ტურისტული ქალაქი იყო. დღესდღეობით კი მის ბრწყინვალე სანაპიროებზე ტურისტების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ნარკოტიკებით ვაჭრობა მთელი მექსიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა. დიდი რაოდენობით გვამები ქუჩებში ჩვეულებრივი ამბავია ამ საპორტო ქალაქისთვის.

3. კარაკასი, ვენესუელა


ვენესუელის დედაქალაქი ერთერთ პირველ ადგილზეა მკვლელობათა რაოდენობით, 100 000 მოსახლეზე 122 მკვლელობა. ქალაქში ყვავის ნარკო-ვაჭრობა, ხშირია ქუჩის შეტაკებები და შეიარაღებული ძარცვა. მოსახლეობა და ვიზიტორები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან.

4. დისტრიტო სენტრალი, ჰონდურასი


ძალადობისა და მკვლელობის მაჩვენებლით დისტრიტო სენტრალი, რომელიც რეალურად 3 ქალაქის გაერთიანებას წარმოადგენს, ერთერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. ქალაქი გამოირჩევა უკიდურესი სიღატაკით, სამთავრობო კორუფციითა და მაფიური კლანების სიუხვით. თავზეხელაღებული უნდა იყო, რომ ამ ქალაქში გაბედო ტურისტად წასვლა.

5. ტორეონი, მექსიკა


მართალია ტორეონი მექსიკის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ცენტრია, მაგრამ ამავე დროს ერთერთი ყველაზე საშიშიც. თუმცა ორგანიზებული კრიმინალი და ნარკოტიკებით ვაჭრობა ტორეონში მექსიკის სხვა ქალაქებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მკვლელობის დონე მაინც მაღალია – 87 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე.

6. მასეიო, ბრაზილია


ბრაზილია ძალადობრივი ქალაქების სიუხვით გამოირჩევა. ის ალაგოას შტატის დედაქალაქია და ითვლის 105 მკვლელობას 100 000 მოსახლეზე. ქალაქი კრიმინალის დონით პირველ ადგილზეა ბრაზილიაში და ამ მხრივ რიო-დე-ჟანეიროსაც უსწრებს.

7. კალი, კოლუმბია


საშიში ქალაქების უდიდესი ნაწილი ლათინურ ამერიკაზე მოდის და არც თუ უსაფუძვლოდ. ნარკო ბიზნესი ყვავის ამ ქალაქებში და ამ მხრივ არც კოლუმბიაა გამონაკლისი. 80 მკვლელობით წელიწადში, კალი არ წარმოადგენს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილს.

8. ნუევო ლარედო, მექსიკა


ნუევო ლარედო სასაზღვრო ქალაქია. კრიმინალის დონე საგრძნობლად მატულობს ღამის საათებში, თუმცა ადამიანთა გატაცება, მანქანის მოპარვა თუ ქურდობა დღისითაც ჩვეულებრივი მოვლენაა. 2006 წლის შემდეგ დაახლოებით 60 000 ადამიანი ემსხვერპლა ნარკო-ბიზნესთან დაკავშირებულ გარჩევებს.

9. ბარკისიმეტო, ვენესუელა


ბარკისიმეტოს არც თუ ისე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა (დაახლოებით 1 მილიონი) ყოველდღიურად მოწმეა საზარელი მკვლელობების. ქალაქი რეგიონის ცენტრს წარმოადგენს, სადაც მრავლად გვხვდება უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ერთ დროს დიდი ტურისტული ცენტრი, დღეს უკვე ყველაზე საშიში ქალაქების რიცხვშია.

10. ჟოაო პესოა, ბრაზილია


პარაიბას მთავარი ქალაქი ჟოაო პესოა ბრაზილიის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარეობს, ის ერთერთი ყველაზე მწვანე ქალაქია მსოფლიოში. აღინიშნება მკვლელობის მაღალი დონე, 71,59 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე

აღნიშნული ქალაქების უმრავლესობა არაჩვეულებრივი ბუნებით გამოირჩევა, მაგრამ ეს მშვენირი სანახაობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.

Comments
Loading...