მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან

მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები ქართველი ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან. მეცო სოპრანოს იდეის მხარდასაჭერად ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი, ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მორიგი კონცერტი 9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

საოპერო მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ტენორ ალესანდრო საფინასთან ერთად აქცია კონცერტის ფარგლებში 9 იანვარს პოპის და კლასიკური მუსიკის ვარსკვლავი ენჯელ ბლუც იმღერებს.

კონცერტის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი სოფი ლორენის უფროსი ვაჟი იქნება.

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ 9 იანვარს დაგეგმილი კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

Leave A Reply

Your email address will not be published.