„მსოფლიოში ბოროტი ხალხი ერთად რომ შეკრიბო, ქართველი „ვაჟკაცი“ ზნედაცემულობით ყველას აჯობებს!“

რეჟისორი რობერტ სტურუა ოპერის სკვერში, შადრევნების დამტვრევის ფაქტს ეხმიანება:

„მსოფლიოში ბოროტი ხალხი ერთად რომ შეკრიბო, ქართველი „ვაჟკაცი” ზნედაცემულობით ყველას აჯობებს… სამწუხაროდ, ისტორია – და მითუმეტეს უახლოესი – ამაზე მოგვითხრობს… ო, პოლიტიკა, ო, უნიჭო და ბოროტო პოლიტიკოსებო?..”- წერს სტურუა სოციალურ ქსელში.

ოპერის სკვერში შადრევანი დაამტვრიეს, ამის შესახებ მოქალაქე დიანა ფანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს და სურათებს აქვეყნებს.

„ბარბაროსობას+სიბოროტე!!! ოპერის ბაღში, განახლებლ სკვერში, შადრევანი ასე დაამტვრიეს გახსნის წინა დღეს. მარმარილოს ფილები ჩაყარეს შადრევანში. სამარცხვინო ფაქტია. წარმოუდგენელია,..

მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ საოპერო თეატრის წინ, დედაქალაქში მარმარილოს ფილები ემტვრია ვინმეს..

ეს თავში როგორ უნდა მოგივიდეს ადამიანს და როგორ არ უნდა დაისაჯო კანონით?!”.
წყარო: ფეისბუქი

Comments
Loading...