მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი, თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.

მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 2010 წელს, როცა იგი ქართულმა პოლიციამ იარაღის უნებართვოდ ტარების გამო დააკავა და სამი წლით თავი ციხეში უკრა. პატიმრობის პერიოდში იგი ტუბერკულოზით დაავადდა და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2012 წელს თარხანი თურქეთში გაიქცა. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს მან ისლამური რწმენა მიიღო და დაიფიცა: თუ გარეთ ცოცხალი გავიდოდა, ჯიჰადისტი გახდებოდა.“
ჩეჩენთა რაზმის თითქმის ყველა მეთაური საქართველოდან – პანკისის ხეობიდანაა. ისინი ძირითადად აბუ-ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) მეთაურობით იბრძვიან.

სწორედ მისი სამხედრო ტალანტის გამოვლენაა ის ფაქტი, რომ მისმა ისლამურმა ქვედანაყოფმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, ორმილიონიანი მოსული დაიკავა, რომელიც ქურთისტანის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

„ნიუველ ობსერვატერის“ სტატიაში ხაზგასმულია, რომ „აბუ-ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი)ამერიკელებისთვის კოშმარად იქცა, იმავდროულად კი ასევე კოშმარად რჩება რუსეთისთვის“.

2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ აბუ ომარ ალ-შიშანი „შავ სიაში“ შეიყვანა

Comments
Loading...