მსოფლიოში გავრცელებული უცნაური ფობიები: “მე მგონია, რომ კვატი მიყურებს”

12 წარმოუდგენელი ფობია, ანუ არანორმალური, ირაციონალური და ექსტრემალური შიში რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ.

1) “ომფალოფობია”(omphalophobia) – ჭიპების შიში.რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანებს აქვთ ირაციონალური შიში , მათ არ შეუძლიათ საკუთარ და სხვა ადამიანების ჭიპებს შეეხონ.

2) “ტრაიპოფობია”(trypophobia) – ადამიანები რომლებიც ამ ფობიით არიან შეპყრობილნი, ეშინიათ პატარა ზომის ხვრელების. ისინი ყოველგვარ ხვრელს “სახიფათოდ” თვლიან.

3) “პაპაფობია”(papaphobia) – რომის პაპის შიში. ეს ყველაზე უცნაური ფობიაა რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ნამდვილად არსებობს. შეგვიძია აღნიშნული ფობია “წმინდანების” და სულიერად ამაღლებული ობიექტების მიმართ შიშადაც ჩავთვალოთ.

4) “სომნიფობია”(somnophobia) – დაძინების შიში. არსებობენ ადამიანები რომლებსაც დაძინების ეშინიათ. როდესაც ჯანსაღ ადამიანებს არ შეუძლიათ ფხიზლად ყოფნა ძილის გარეშე, ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს მიაჩნიათ რომ ძილი სიკვდილთან, დროისა და კონტროლის დაკარგვასთან ასოცირდება.

5) “ნომოფობია”(nomophobia) – სატელეფონო კონტაქტის დაკარგვა, აღნიშნული ნებისმიერ 21-ე საუკუნის “მობილურ” ადამიანს აქვს, მაგრამ აღნიშნული ფობია იმ ადამიანების მდგომარეობას ასახავს, რომლებსაც განსაკუთრებულად აღელვებთ ფიჭვური კავშირგაბმულობის გათიშვა.

6) “ტუროფობია”(trupophobia) – ყველის შიში. არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ ყველის შიში. ზოგიერთებს გარკვეული ყველის სახეობის შიში აქვთ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსავ ყველანაირი სახეობის ყველის ეშინიათ.

7) “გლოროფობია”(globophobia) – ბუშტების გახეთქვის შიში. ადამიანებს ეშინიათ იმ ხმის რომელსაც ბუშტი “გახეთქვის დროს გამოსცემს.

8)”გენიოფობია” (geniophobia)- ნიკაპების შიში.ეს ფობია საკმაოდ არარეალურად ჟღერს, მაგრამ ამ შიშის ქვეშ მცხოვრებ ადამიანებს,არ შეუძლიათ კომუნიკაცია დაამყარონ იმ ადამიანებთან, რომელთა ნიკაპიც არ მოსწონთ.

9) “პოგონოფობია”(pogonophobia) – წვერის შიში. ადამიანები პანიკაში ვარდებიან როდესაც ხედავენ ადამიანის სახეზე წვერს.

10) “ერგოფობია”(ergophobia) -მუშაობის შიში. ეს ფობია ყველა “ზარმაც ადამიანს” აწუხებს.

11) hoppopotomonstersesquipedaliophobia – გრძელი სიტვების შიში.(საკმაოდ ირონიული სახელია ასეთი სახის შიშისათვის)

12) “ანატიდაეფობია” ( anatidaephobia) – შიში ,რომ კვატი გიყურებს. ბევრს შეიძლება ამ უკანასკნელზე გაგეცინოთ, მაგრამ ეს ნამდვილი ფობიაა. ადამიანები რასაც არ უნდა აკეთებდნენ და სადაც არ უნდა იყვნენ,აქვთ შეგრძნება რომ მათ კვატი უყურებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.