მსოფლიოში პირველი “სელფი” 113 ათას დოლარად გაიყიდა

არაერთი ექსპერტის მოსაზრებით, პირველი ოფიციალური სელფი ფოტოგრაფმა ოსკარ გუსტავ რეილანდერმა 150 წლის წინ გააკეთა. ახლა კი, მსოფლიოში უძველესი სელფი ბრიტანეთის აუქციონზე თითქმის 113 ათას დოლარად გაიყიდა.

ავტოპორტრეტი 1850 წლითაა დათარიღებული. უძველესი ფოტო XIX საუკუნის ფოტოალბომში აღმოაჩინეს, – წერს Daily Mail.

აღსანიშნავია, რომ 150 წლის წინ ფოტოგრაფის გარშემო ,,შიშველი სკანდალი’’ აგორდა. საქმე იმაშია, რომ მან გამოსცა კრებული ,,ორი ცხოვრებისეული გზა’’ 32 სურათისგან, რომლებიც დამუშავებული იყო ფოტომონტაჟით. ზოგიერთ ფოტოზე მოდელები ნაწილობრივ გაშიშვლებულები იყვნენ. რეილანდერის რეპუტაცია დედოფალმა ვიქტორიამ გადაარჩინა, რომელმაც ამ კრებულიდან ერთ-ერთი ფოტო შეიძინა.

Comments
Loading...