მსოფლიოში ყველაზე ღრმა უფსკრული საქართველოში მდებარეობს – რატომ არ ვსწავლობდით სკოლის სახელმძღვანელოში

კრუბერის მღვიმე დღეს უკვე აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ღრმა უფსკრული. მღვიმე გაგრის რაიონში არაბიკის მასივზე ბერჭილის ქედზე მდებარეობს.

ეს იდუმალი ადგილი პირველად მკვლევარებმა 1960 წელს აღმოაჩინეს და 150 მეტრის სიღრმემდე ჩავიდნენ. მას შემდეგ კიდევ არაერთხელ სცადეს დაშვება, მაგრამ ბოლომდე ჩაღწევა უჭირდათ. ხელს წვიმა და ბუნებრივი კატაკლიზმები უშლიდათ.

2007 წელს უკრაინელი სამოხინი 2091 მეტრამდე დაეშვა. უფსკრულში სამი გვირაბი მდებარეობს, რომლებიც მთლიანად წყლითაა დაფარული. ბოლო მონაცემებით კრუბერის სიღრმე 2091 მეტრია.

”უფსკრულში” შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ალბათ მიხვდით, რომ იმის გამო კრუბერი მოგვიანებით დაიპყრეს, ძველი თაობის მოსწავლეები სკოლის სახელმძღვანელოშ ამას ვერ ამოვიკითხავდით. სამაგიეროდ, ახალმა თაობამ კი იცის, რომ ყველაზე ღრმა უფსკრული საქართველოში მდებარეობს.

kruberi-1

წყარო

Comments
Loading...