მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მარტივდება

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონრებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შერავათები მარტივად მიიღონ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. პირველი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ უკვე პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები, ხოლო საგადასახადო შეღავათებით –  მეწარმეები.

დღეს გამოგვაქვს დასამტკიცებლად მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურულად გამარტივება, რაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერი მოიხსნას ამ მიმართულებით და პენსიონერებმა და სოცილური პაკეტით მოსარგებლეებმა ადვილად მიიღონ ეს დამატებითი შეღავათები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...