მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნება, რომელიც ამჟამად, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. საბჭოს 15 წევრიდან შოთაძეს მხარი 13-მა დაუჭირა. არჩევნებში მონაწილეობა 14-მა წევრმა მიიღო.
საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს 6 წლის ვადით პროკურორად ირაკლი შოთაძე.
შოთაძესთან ერთად მთავარი პროკურორის კანდიდატები ლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი იყვნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.