მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად თეა წულუკიანი კონსულტაციებს იწყებს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.
“მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ “პროკურატურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ღიაა მოსაზრებებისთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.