მთავარი პროკურორობის 8 კანდიდატიდან იუსტიციის მინისტრი დღეს სამს დაასახელებს

მთავარი პროკურორობის 8 კანდიდატიდან იუსტიციის მინისტრი დღეს იმ სამს დაასახელებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საპროკურორო საბჭო მათ ხვალ შეხვდება და გასაუბრების შემდეგ ერთს შეარჩევს. საბოლოოდ, მას 6 წლის ვადით პარლამენტი დაამტკიცებს. კანდიდატთა შორის არის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე. საპროკურორო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ არასამთავრობოებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ კვლავ აქვთ შენიშვნები პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით.

Leave A Reply

Your email address will not be published.