“მთავრი პროკურორის თანამდებობაზე კახი კახიშვილი იდეალური ვარიანტი იქნებოდა”

„დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს ისუტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება. როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურორის ადგილზე უმჯობესი იქნებოდა ქალი კანდიდატურა გასულიყო.

ტომარაძის თქმით, ხელისუფლებამ კადრები პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეარჩიოს და არა სქესის მიხედვით.

„თეა წულუკიანი: “მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდიდატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.”
სამარცხვინო განცხადებაა, ბარემ ადექით და გამოაცხადეთ საქართველოს ფემინისტური რესპუბლიკა. რა საჭიროა ეს ხელოვნური მატრაბაზობა? რატომ აკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს ქალზე, მთავარი აქცენტი ხომ პროფესიონალიზმზე უნდა გაკეთდეს? ქ-ნო თეა სამართლიანობის აღდგენა ქართველი ხალხის მთავრი მოთხოვნაა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მთავრი პროკურორის თანამდებობაზე კახი კახიშვილი იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ჰოდა მოეშვით “ფემინისტურ პრანჭაობას” და გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ მიიღეთ!!!”
– აღნიშნავს ტომარაძე.

Comments
Loading...