„მთავრობა , ჩვენც ადამიანები ვართ !“

ჰოსპიტალის მაცხოვრებლები ხვალ აქციას გამართავენ,ისინი საცხოვრებელი პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

“ხვალ, 12 საათზე, ისნის რაიონის გამგეობასთან (თბილისი ნავთლუღის ქუჩა 8/1) გაიმართება ჰოსპიტალის მაცხოვრებლების გამაფრთხილებელი აქცია. აქციის ორგანიზატორი ისნის ჰოსპიტალის მაცხოვრებლების საინციატივო ჯგუფია. აქციას მხარდაჭერას უცხადებს ‘’სოციალური უფლებების დაცვის ალიანსში’’ შემავალი ყველა არასამთავრო ორგანიზაციები.
2015 წლის დასაწყისში მკვეთრად გაუარესდა ისნის ჰოსპიტალის მაცხოვრებლების საცხოვრებელი პირობები. ხელოვნურად იქნა მწყობრიდან გამოყვანილი წყალმომარაგების, კანალიზაციის და ელექტროენერგიის სისტემა. დღეს დღეისობით 130 ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ შორის დევნილები, ცხოვრობენ წარმოუდგენლად გაუსაძლის პირობებში. აქციის მოთხოვნაა წყლის და ელეკტროენერგიის მომარაგების აღდგენა და ელემენტარული ადამიანური პირობების შექმნა.
„მთავრობა , ჩვენც ადამიანები ვართ !“ აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

Leave A Reply

Your email address will not be published.