მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ამ დრომდე არ წარუდგენია

მთავრობას 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამტში ამ დრომდე არ წარუდგენია.

რეგლამენტის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია 5 ნოემბრამდე უნდა წარედგინა.

როგორც “ინფო 9”-ს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განუცხადეს, მთავრობას პარლამენტისთვის დოკუმენტი არ წარუდგენია.

საპარლამენტო კომიტეტებმა ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილა და შენიშვნებით მთავრობას უკან გადაუგზავნა.

პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

წყარო:INFO9.GE

 

Comments
Loading...