“მთავრობაში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ”

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დასრულდა. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია. ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ზალკალიანს განმარტების გაკეთება მოუწევს.

Comments
Loading...