მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა პრემიერ მინისტრის განცხადება დაამახინჯეს. “სიცრუეა ინფორმაცია თითქოს გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც მოსახლეობა აღარ იქნება დამოკიდებული სავალუტო კურსზე”-ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : http://exclusivenews.ge