მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს – დიმიტრი ქუმსიშვილი

საფინანსო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ რეფორმის ყველა ნაწილს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს.

„ყველა საფინანსო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ისინი დადებითად აფასებენ რეფორმის ყველა ნაწილს – მოგების გადასახადის რეფორმას, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებებს, ასევე, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მათ შორის აქციზის განაკვეთების ზრდის ნაწილში. ასევე ერთმნიშვნელოვნად დადებითია ის შეფასებები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გააკეთეს ლარიზაციის გეგმასთან დაკავშრებით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...