მთავრობის უარი პრეზიდენტს

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების ფონზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. თუმცა, უშიშროების საბჭოს წევრი მინისტრები სხდომაზე მისვლას ისევ არ აპირებენ. კურიერის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა კრიზისების მართვის ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ. თავდაცვის მინისტრი კი ვიზიტებს იმიზეზებს, საიდანაც ის მხოლოდ 3 დეკემბერს დაბრუნდება. „სამწუხაროდ, 3 დეკემბრამდე მე საქართველოში არ ვიქნები. მე თავდაცვის მინისტრი ვარ და ქვეყნის მთავარსარდალი სადაც დამიძახებს, იქ ვიქნები. უბრალოდ, 3 დეკემბრამდე ფიზიკურად არ ვიქნები, 5 ვიზიტი მაქვს ერთმანეთის მიყოლებით,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი. მთავრობის სხვა წევრები კი სხვა მიზეზებს ასახელებენ. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პრეროგატივაა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ფიქრობს, რომ საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების განსახილველია. „გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად აღსრულება უნდა იყოს, რაც ყველა შემთხვევაში აღმასრულების ნაწილია,“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.