მთვრალმა დავით და ირაკლი კირკიტაძეებმა იარაღის მუქარით პოლიციელს ცემეს და აგინეს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირკიტაძემ და მისმა ძმამ ირაკლი კირკიტაძემ დიღომში, იარაღის მუქარით პოლიციელს ცემეს. კირკიტაძეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც სამართალდამცველი დაინახეს და მისი მისამართით გინება დაიწყეს.
ირაკლი კირკიტაძემ პოლიციელს იარაღი დაუმიზნა და მოკვლით ემუქრებოდა. იარაღის მუქარის ქვეშ მყოფ პოლიციელს ძმები კირკიტაძეები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავი იარაღით გაუტეხეს.
პოლიციელი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ირაკლი კირკიტაძე დაკავებულია. შსს სამინისტრო გამოძიებას სამი მუხლით აწარმოებს:
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.