მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა

თბილისში, მდინარე მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ცოტა ხნის წინათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან “აფხაზეთთან” შენიშნეს. ადგილზე მყვინთავები და მაშველები მუშაობდნენ, რომელთაც მდინარიდან გარდაცვლილის ამოყვანა მოახერხეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. –

See more at:
guardian.ge/

Leave A Reply

Your email address will not be published.