მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით ქვეითად მოსიარულე ორ მოქალაქეს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება.

შსს-ს ცნობით, მძღოლი არ მიმალულა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

Comments
Loading...