მცხეთაში, ავტომაგისტრალზე გარე განათება დაახლოებით ერთი კვირაა გათიშულია

მცხეთაში, ავტომაგისტრალზე გარე განათება დაახლოებით ერთი კვირაა გათიშულია. როგორც მძღოლებმა გვაცნობეს, გარე განათება ავტომაგისტრალზე გასული კვირის ხუთშაბათს გაითიშა და მას შემდეგ არ მუშაობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ავტომაგისტრალზე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შექმნილი შეფერხება დაუდასტურეს, თუმცა ამბობენ, რომ შეზღუდვა მათი მიზეზით არ არის გამოწვეული. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სიტუაციის გამოსწორების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.