მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ.

როგორც „ინფო 9“-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადაწყვეტილება პარიზში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში „შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.

ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.

Comments
Loading...