მუხურაში, თოვლში ის ტრაქტორი დაკარგეს, რომელსაც თოვლისგან გზა უნდა გაეწმინდა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=Z8ZWmOCAHhk

ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში თოვლში, ის ტრაქტორი დაიკარგა, რომელსაც თოვლისგან გზა უნდა გაეწმინდა. დიდთოვლობის გამო სოფელი უკვე ერთი კვირაა გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივების ინფორმაციით, მუხურას გამგებელი ზაზა ყვავაძე და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ტრაქტორით გზების გაწმენდას ერთი კვირის წინ შეეცადნენ. შეღამებისას ტრაქტორში საწვავი გამოილია და ის გზაზევე დატოვეს.მომდევნო დღეებში კი ტრაქტორის ადგილმდებარეობა სავარაუდოდ ვერავინ დაადგინა, რადგან თოვლში ჩარჩენილი მძიმე ტექნიკა ნამქერისაგან ამ დრომდე მთლიანად დაფარულია.

გამგებელ ყვავაძეს იმედი აქვს, რომ თოვლში ჩაფლულ ტრაქტორს ტყიბულის რაიონული ცენტრის შესაბამისი სამსახურების დამხარებით გამოიყვანენ. ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაზე კი შვებულებაში გავიდა.

წყარო “კურიერი”

Comments
Loading...