“მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით” – სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით ბატონო სერგო, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის კრიტიკას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

სერგო რატიანმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პაკეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს.

”ახლა ისეთი ტყუილი ითქვა სამწუხაროდ, რომ არ შემიძლია მოკლე კომენტარი არ გავაკეთო. რაც შეეხება მუსოლინის სისტემას, მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25 პროცენტს, ავტომატურად იღებდა 2/3 – ეს შესთავაზა მუსოლინიმ. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით, ბატონო სერგო. ეს რეალობაა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ სერგო რატიანის საპასუხოდ.

იხილეთ სრულად

Comments
Loading...