მზად ვარ კანონმდებლებთან შესახვედრად

ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ბიუროზე კიდევ ერთხელ დააყენებენ ენერგეტიკის მინისტრის პარალმენტში მისვლის საკითხს. როგორც თავად კახი კალაძემ, აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, ის მზად არის კანონმდებლებთან შესახვედრად. საკითხის განხილვა სავარაუდოდ დარგობრივი კომიტეტის სხდომის ფორმატში მომავალ კვირას გაიმართება. საპარლამენტო უმცირესობა ენეგეტიკის მინისტრისგან ითხოვს უშუალოდ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპრაკების დეტალების გარკვევას. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, კვლავ ბუნდოვანი რჩება, რა მოლაპარკებებს აწარმოებს გაზპრომთან ვიცე პრემერი. „სამწუხაროდ, ბატონი ვიცე პრემიერი თვეების განმვლობაში, მიუხედავად მისი საჯარო განცხადებებისა, ჯიუტად არ მოდის საპარლამენტო ტრიბუნასთან,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით კი, ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხი შესაძლოა, მომავალ კვირაშიც შედგეს.

Comments
Loading...