მჟავანაძე – აღა მახმად ხანს არ გაუკეთებია იმდენი, რაც სააკაშვილმა გაუკეთა საქართველოს

სააკაშვილმა გაანადგურებული ეკოსისტემის ჩამონათვალი

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ციხისძირში სამი ხის გადარგვაზე და ნაციონალების მიერ იქ მოწყობილ აქციებზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
,, ცინიკურია ის განცხადებები რაც ისმის ციხისძირიდან. დამნაშავე გუნდმა, რომელმაც გაანადგურა საქართველოს ეკო სისტემა, დღეს საუბრობს ეკელოგიაზე. აღამა მახმად ხანს არ გაუკეთებია იმდენი რაც სააკაშვილმა გაუკეთა საქართველოს. შემოგთავაზებთ მცირე ჩამონათვალს იმ დანაშაულებებისა რომელიც მოუწყო საკუთარ ხალხს ნაციონალების რეჟიმმა.
2009-2011 წლებში ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გზების გაყვანის მიზნით განადგურდა შემდეგი რეკრეაციული და გამწვანებული ტერიტორიები.

1. დიღმის ტყე პარკი, .სანაპიროს ქუჩაზე და დედაენის პარკთან მდებარე დინამოს კორტები, .ვაკის პარკის დიდი ნაწილი, მზიური, კიკვიძის პარკი, ვარდების ბაღი, ბუკიას ბაღი აღმაშენებლის გამზირი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია და თამარაშვილის ქუჩაზე არსებული ხეივანი, აეროპორტის ტრასაზე ლუგარის ცენტრთან მწვანე საფარი, ოქროყანის და წყნეთის გამწყვანებული ტერიტორიები, რუსთავის ტყე-პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ნაწილი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის ხეივანში გამწვანებელი ტერიტორია, 2011 წელს ბათუმის ბულვარი და ა .შ.

2. ტენდეციად იქცა თბილისში სკვერებში პოლიციის და გამგეობის შენობების აღმართვა მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე . ყოველივე მოხდა მოსკოვის გამზირზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, დადიანის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩაზე და ა. შ.

3. 2009 წელს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა. 2009 წლის 27 მარტს, საკრებულოს დადგენილებითვე, თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, რეკრეაციული ზონა 2-ის კატეგორიის ზონაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, რესტორნების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნულის შედეგად გაიჩეხა და განდგურდა რეკრეაციული ზონები.

4. 2011 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის, შემდეგ საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი 1 961 098 ჰა გადავიდა საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვაში, რის შემდეგაც 2011-2012 წლის მანძილზე ტყის მასივები განადგურდა რეგიონების მიხედვით შემდეგ მასშტაბებში.

თბილისი – 20. 000, 2. აჭარის ა.რ. – 29. 000, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე 39. 585, გურიის მხარე 10. 989, იმერეთის მხარე 9. 000, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 14. 000, შიდა ქართლის მხარე-7. 000, მცხეთა-მთიანეთის მხარე-30. 000, კახეთის მხარე 20. 000, ქვემო ქართლის მხარე 8. 000, სამცხე-ჯავახეთის მხარე 37. 000. საბოლოო ჯამში, ერთი წლის მანძილზე უკანონოდ მოიჭრა 224. 574.კუბური ხე ტყე .

5. სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში რომლის თანახმადაც თუ მეწარმე მთავრობასთან შეთანხმდებოდა და გადაიხდიდა განსაზღვრულ თანხას, მის მიერ “გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი და განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლებოდა და მას არ დაეკისრებოდა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა”. ეს იყო ეკოციდის მოწყობის მცდელობა საკუთარი ხალხისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტანილ იქნა ჩემსა და მწვანეთა პარტიის მიერ საკონსტიტუციო სარჩელი და ჩვენ ეს პროცესი მოვიგეთ და ქვეყანა უბედურებას გადავარჩინეთ.

6. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად 2009-2011 წლებში, თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში გაცემულია 20 690 ხეზე მოჭრის უფლება. ამასთან ტყები ტყეების ფონდიდან ამოიღეს და თბილისს გადასცეს როგორც გამწვანების ზოლი, რაც ასევე განადგურდა. 2003 წლიდან საქართველოს ტყეებიდან 9500 ჰექტარი ტყე გაქრა, რაზეც ასევე გამოძიებაა ჩასატარებელი.

ამის შემდეგ ეს ხალხი საუბრობს სამი ხის გადარგვაზე. და სად მიაქვს ეს ხეები ივანიშვილს ? ეკვეთილში სადაც დენდროლოგიურ პარკს აკეთებს სახელმწიფოსთვის.’’

Comments
Loading...