მზია ფაილოძე – სამწუხაროდ საქართველოს მომავალი თაობა იჭყლიტება !

საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგა ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“ეს ინციდენტი სწორედ გამოწვეულია იმის გამო, რომ არაპროფესიონალებით გაივსო სკოლამდელთა სისტემა.
სამწუხაროდ ერთმანეთზე განაწყენებული თანამშრომელები აღსაზრდელებს ერთმანეთთან დაპირისპირების “იარაღად” იყენებენ.
დღეს საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს დირექტორების განთავისუფლება “ყურით მოთრეული” მიზეზების გამო, ხოლო მათ ადგილებს იკავებს არაკვალიფიციური,ნეპოტიზმით დანიშნული პირები.
რაც დიდ აგრესიას იწვევს თანამშრომლებში, ხდება მათ შორის დაპირისპირება და ამ ყველაფერში სამწუხაროდ საქართველოს მომავალი თაობა იჭყლიტება ! ” – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მზია ფაილოძე

Leave A Reply

Your email address will not be published.