N11 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთში მინი ტურნირი ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან მინი ტურნირი გამართეს.

სტუმრებმა თამაშის დასრულების შემდეგ დაწესებულებას საჩუქრად მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები და ბურთები გადასცეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასთან აქტიურად თანამშრობლობს და  სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთ სპორტულ ღონისძიებას მართავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობითვე, უწყება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში  ახორციელებს სპორტულ აქტივობებს, ამის მიზანი კი მსჯავრდებულთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

Comments
Loading...