ნააზრევი სუიციდზე “თქვენ შეძლებდით რვა სართულიანის სახურავიდან გადმოხტომას?”

რამდენიმე თვის წინ, ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა, თვითმკვლელობით დაასრულა ის ერთი სიცოცხლე, რომელიც ჰქონდა. ყველაფერი გაგრძელდა, ჩვეულებრივად, ჩემს ახლად დაწყებულ ცხოვრებაზე, წარმატების მომლოდინე, გავაგრძელე ცხოვრება. ყოველთვის რაღაცას ველოდები ცხოვრებისგან, თითქმის ყოველი დღე სავსეა ლოდინით, ყველა დღე სავსეა ფიქრებით, ყველა დღე რაღაცას ვწყვეტ, ყოველდღე ერთი დღე აკლდება ჩემს ცხოვრებას. ამ თვეში, თვითმკვლელობების რიცხვმა კატასტროფულ შედეგამდე მიაღწია და მე – ვთქვი, რომ მე გავაკეთებდი რაღაცას და რა გამიკეთებია ცხოვრებაში? რისი გაკეთება შემიძლია? ვერ გეტყვით, მაგრამ ჩავხუტებივარ, ჩემს ნაწერში ადამიანებს, ყოველთვის ძალიან მაგრად ვეხუტები.
და მეტი რა სჭირდებათ ადამიანებს ამ ქვეყნად თუ არა ერთმანეთი? თქვენ შეძლებდით რვა სართულიანის სახურავიდან გადმოხტომას? – მე ვერა. არა იმიტომ, რომ ბევრი რამ მაქვს ამ პლანეტაზე, რასაც ჩემს გარეშე გადარჩენა არ უწერია, ვერც იმას გეტყვით რომ ეს პლანეტა ჩემს არ ყოფნას აიტკივებს. არამედ, მე მიყვარს ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქალაქის ქუჩები, მე მიყვარს როგორ გადავკოცნი ადამიანებს და შევეკითხები: როგორ ხარ? – კარგად. ისინი, ყველანი, კარგად და შესანიშნავად არიან. ზოგი, მადლობასაც გადამიხდის იმისთვის, რომ ვეკითხები, როგორ არიან. ამ ნაწერსაც გამთბარი ოთახიდან ვწერ და ისიც ვიცი, რომ გარეთ ვიღაც გაიყინება და ცხოვრებას დაასრულებს. მე მეშინია, იმ დღეების, როდესაც აღარ ვიქნები. სავსეა ადამიანების გულები, ბოროტებით. ფულის გამო, ყელს გამოღადრავენ ერთმანეთს და იგივე ქუჩაში, მე მინდა ვიღიმოდე. ვიღმი კიდეც, იმდენად სავსეა სიკეთით დღეები. ნახევარი ვაშლით გააქვთ კვირები მეტროში ბავშვებს, მე კიდევ ულუფა სუპს ვუკადრისობ. ამ ნაწერაში, ვერ გეტყვით იმას, რა უნდა ვქნათ როდესაც ადამიანები მიდიან. რა აიძულებთ ადამიანებს, თავი მოიკლან? ისევ ჩვენ, ადამიანები, როცა საკუთარ თავს ეკითხები: რა გინდა, აქ, შენ? ვის რაში სჭირდები? ეს უკვე გარდაცვალებაა. მე მინდა, სიღარიბეში ვცხოვრობდე და არ მინდა, ჩემმა შვილს მკვლელი მამა ჰყავდეს, რომელიც ადამიანებს არა ტყვიებით არამედ სულიერად კლავს და ანადგურებს. სიყვარული? სიყვარული მეგობრებო? სიყვარულის გამო სიცოცხლეზე უარის თქმა? ვინც თქვენ მიგატოვათ, ვინც თქვენგან წავიდა, ის გარდაიცვალა, ის აღარ ცოცხლობს, ადამიანი რომელიც ადამიანს ტოვებს, თავად არის მკვდარი, რადგან ამ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი გამოტოვა, ბევრი დაკარგა და ეს თქვენ იყავით. თქვენ სიცოცხლეს ჩაეხუტეთ.

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, ლუკა კუხიანიძე.

Comments
Loading...