ნადეჟდა სავჩენკო: პეტრო პოროშენკო სუსტი პრეზიდენტია

მისი თქმით, პოროშენკო ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვებს იძულებით ასრულებს. სავჩენკოს მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ძლიერი მოლაპარაკების გამართვის უნარი არ გააჩნია.

“ის სუსტი მომლაპარაკებელი და უკრაინისთვის სუსტი პრეზიდენტია”, – დასძინა სავჩენკომ.

აღსანიშნავია, რომ სავჩენკომ უკრაინის პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკა. კერძოდ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მან პოროშენკოს დონბასში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში მოლაპარაკებების წარუმატებლად გამართვის გამო, “სუსტი დიპლომატი” უწოდა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს, სავჩენკომ განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლების პოლიტიკა განსაკუთრებული სტატუსს მიანიჭებს არა მხოლოდ დონბასს, არამედ მთელ უკრაინას. რადას დეპუტატის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. სავჩენკოს მიაჩნია, რომ უკრაინის კონფლიქტის მეტად გაღვივება საჭირო აღარ არის, რადგან მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლის ველი გახდება.

წყარო ipress.ge

Comments
Loading...