ნაძალადევში მე-10-ე საჯარო სკოლას ანგრევენ – რა ბედი ელით მოსწავლეებს და რას აცხადებს ჯეჯელავა?

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში, მე-10 სკოლის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა არ ადასტურებს.ჯეჯელავა აცხადებს, რომ სკოლის დემონტაჟის შემდეგ, ადგილზე ისევ სკოლა აშენდება.

მინისტრის განცხადებით, სკოლა ავარიულია. დემონტაჟის შემდეგ კი მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან.

„რადგან შენობა ავარიულია და მოსწავლეებისთვის სახიფათო იქნება, მისი დემონტაჟი და ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს. ახალი სკოლა იმავე ტერიტორიაზე აშენდება. ამასობაში მოსწავლეები, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლო მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან, ან ერთ სკოლაში, თუ ერთი სკოლა დაიტევს მათ. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

“ნიუპოსტი”

Comments
Loading...