ნაძალადევში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ნაძალადევის რაიონში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა პურის საცხობში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთოხების წესების დარღევას გულისხმობს.v

Comments
Loading...