ნახატის კონტრაბანდის ბრალდებით ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს

14 მილიონ დოლარად შეფასებული ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდის ბრალდებით ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს. შემთხვევა სტამბოლში მოხდა და ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14 მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არიან, თუმცა თურქული მედია ამას არ აკონკრეტებს.

თურქეთში საქართველო ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყება საელჩოს არ დაკავშირებია და მათთვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

Comments
Loading...