ნალჩიკში “ისლამური სახელმწიფოს” 8 “ბოევიკია” ლიკვიდირებული
როგორც რუსული მედია იუწყება, ნალჩიკთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებული “ბოევიკების” რაოდენობა 8-მდე გაიზარადა. მისივე ცნობით, მოკლულები “ისლამური სახელმწიფოს” წევრები არიან. იქამდე ინფორმაცია 5 “ბოევიკის” ლიკვიდიაციის შესახებ გავრცელდა.
სპეცოპერაცია ნალჩიკთან, ტყის მასივში დღეს დილით დაიწყო. რაიონი კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.
10 ნოემბერს ნალჩიკში “ისლამური სახელმწიფოს” ადგილობრივი დანაყოფის მეთაური რობერტ ზანკიშიევი მოკლეს.