ნანა დევდარიანი: სასწრაფოდ დაიწყეთ მოლაპარაკება რუსეთთან!


„რუსეთი სირიაში საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც ომობს”, – აღნიშნული განცხადება ნანა დევდარიანმა „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააკეთა. „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელის თქმით, მართალია, მოსკოვი საქართველოზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს” განეიტრალება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. „თურქეთი ისე გამოატარებს საქართველოსკენ ისლამისტებს, თვალსაც არ დაახამხამებს”, – აცხადებს დევდარიანი. ინტერვიუში ნანა დევდარიანი რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროცესი ადრე უნდა დაწყებულიყო.

„სანამ რუსეთი ასე მოძლიერდებოდა, მანამდე უფრო უპრიანი არ იყო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა?! მითუმეტეს, რომ პუტინი აქეთ გვთავაზობდა – მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან სალაპარაკოდო. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს პროცესი დაიწყოს. „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა დღეს და ხვალ არ დასრულდება. ამიტომაც მოვუწოდებ ხელისუფლებას: სანამ ჯერ კიდევ არის დრო, სასწრაფოდ დაიწყეთ მოლაპარაკება რუსეთთან”, – განაცხადა დევდარიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.